კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მძიმე ტრავმის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ის ელიტაში დაბრუნდა (ვიდეო)

Image source: Seton Hall Basketball

 

ქართველი კალათბრუთელი სანდრო მამულელაშვილი მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ NCAA-ის ელიტაში დაბრუნდა.

“სეტონ ჰოლის” ქართველმა მძიმე ფორვარდმა მაჯის ძვლის მოტეხილობის გამო თვეზე მეტი გამოტოვა. 20 წლის ქართველმა სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით გაიარა გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდა.

მამუკელაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ “სეტონ ჰოლის” მაისურით დღეს დილით “დეპოლს”  წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიშით 64:57 მოიგეს. ახლახანს დაბრუნებულმა ქართველმა მაქსიმალურად ფრთხილად ითამაშა. მან 1 სამქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ამასთან, პასივში 2 პერსონალური ფოლიც მოუგროვდა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში მამუკელაშვილმა დაწერა:

“სეტონ ჰოლის მთელი საკალათბურთო ოჯახს მადლობას ვუხდი, იმ თბილი შეხვედრისთვის, რომელიც დაბრუნებისას მომიწყვეთ! ყველანი მიყვარხართ!”.

წყარო – სანდრო მამუკელაშვილი Twitter

ოფიციალურად: “საბურთალომ” პორტუგალიელი მცველი დაიმატა