Image source: Getty Images
“პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა კილიან მბაპე და მოიზე კინი ლიგა 1-ის “ნაპოლისთან” მატჩში (3:0).
“ვფიქრობ მბაპემ ტრავმა არ მიიღო, ეს გადაღლილობაა. იგივე დაემართა კინსაც.
მოიზემ ბევრი დარტყმა მიიღო, რომელიც მტკივნეული იყო, თუმცა თამაშის გაგრძელება უნდოდა, მე კი ვუთხარი – “არა”.
ახლა რისკზე წასვლის დრო არაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვეყოლება”, – განაცხადა ტუხელმა “Canal +”-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს “პსჟ” ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში “ლეიპციგს” დაუპირისპირდება.
წყარო – Goal.com
ვიდეობი
ფოტოები