კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაურიციო სარის “ემპოლიმ” ლევან მჭედლიძის 6 წლის წინ გატანილი ულამაზესი გოლი გაიხსენა (ვიდეო)

ლევან მჭედლიძის ულამაზესი გოლი ჯენოას კარში

Image source: Getty Images

 

იტალიურმა “ემპოლისა” ინსტაგრამის გვერდმა გუნდის ყოფილი ქართველი ფორვარდის ლევან მჭედლიძის 6 წლის წინანდელი გატანილი გოლი გაიხსენა.

2014 წლის 3 დეკემბერს, იტალიის თასის მეოთხე რაუნდი შეხვედრაში ლევანის “ემპოლიმ” “კარლო კასტელანიზე” “ჯენოას“ უმასპინძლა და 2:0 მშრალი ანგარიშით დაამარცხა.

24 წლის მჭედლიძე მაურიციო სარის “ემპოლის” შემადგენლობაში კი ულამაზესი გოლის ავტორი 73′-ე წუთზე გახდა, ხოლო 75′-ე წუთზე კი ის შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ “ემპოლის” მაისურით 164 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

 

წყარო – empoli_fc_official