კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარტვილის “მერანი” ახალი სეზონის დაწყებამდე ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

Image source: FC Merani Martvili Facebook

 

მარტვილის “მერანმა” ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდის შემადგენლობა ორი ფეხბურთელით გააძლიერა.

საქართველოს მეორე ლიგის გუნდმა ორიოდე დღის წინ 24 წლის თავდამსხმელი, ვანო წილოსანი წარადგინა, დღეს კი 27 წლის შემტევი ნახევარმცველი, თეიმურაზ შარაშენიძე დაიმატა.

წილოსანმა კარიერა ლანჩხუთის “გურიაში” დაიწყო, 2010 წლიდან 2016 წლამდე თბილისის “დინამოში” ირიცხებოდა, 2016 წელს ქუთაისის “ტორპედოში” აპარეზობდა. 2017 წელს თურქეთის III ლიგის კლუბ “ქეფეზ” ბელედიესფორში ჩაირიცხა, 2019 წლის სეზონის დასაწყისში ლანჩხუთის “გურიაში” იყო, სეზონის ბოლოს კი ჩოხატაურის “ბახმაროს” ღირსებას იცავდა.

შარაშენიძემ 2019 წლის ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგა 2-ში “გურიას” შემადგენლობაში 18 თამაშში 12 გოლი გაიტანა. (4 დუბლი). რაც შეეხება კარიერას, მისი პირველი გუნდი გურია გახლდათ, იყო უნგრეთში, “დიორ ეტოში“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ასპარეზობდა ცხინვალის “სპარტაკში“, საჩხერის “ჩიხურაში“, ფოთის “კოლხეთი 1913“-ში, ჩოხატაურის “ბახმაროში“, ბოლოს კი “გურიაში“.

წყარო – fcmerani.ge

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა. ცნობილია მისი შემცვლელი