კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარსელო: “მე მითამაშია რონალდოს და რონალდინიოსთან ერთად, მაგრამ კრიშტიანუ საუკეთესოა”

მარსელოს კომენტარი რონალდუზე

 

მადრიდის “რეალის” მცველი, მარსელო თვლის, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,  და საუკეთესო მოთამაშე, ვისთან ერთადაც ერთ გუნდში უთამაშია.

“ჩემს საფეხბურთო კარიერაში მითამაშია რონალდოსთან, რონალდინიოსთან და ვან ნისტელროითან, მაგრამ თქვენ თვითონაც კარგად იცით, თუ ვინ არის საუკეთესო. კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთანაც მითამაშია.

უკვე რამდენი ხანია, რონალდუსთან ერთად ვვარჯიშობ, მას საგოლე პასებს ვუგზავნი, გოლებს ვზეიმობ მასთან ერთად და მას შეგნებულად ვირჩევ.

ხოლო რაც შეეხება ფეხბურთელს, რომლის ნეიტრალიზება ძალიან რთულია, ეს ნეიმარი გახლავთ, ვისთან ერთადაც ბრაზილიის ნაკრებში ვთამაშობ”, – აცხადებს Marca.

 

 

 

 

წყარო – Marca

 

 

 

 

 

 

 

ქართველი კანოისტი ინდივიდუალურ ვარჯიშებს სახლში ატარებს და მიმართავს ყველას (ვიდეო)