კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარკ ოვერმარსი: “ჩვენი გუნდი კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებული არ არის”

ოვერმარსმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

Image source: Getty Images

 

ამსტერდამის “აიაქსის” ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, “რუბინის” ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გავრცელებულ ჭორს უპასუხა. ოვერმარსის თქმით, “აიაქსი” ქართველი ფორვარდის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.

“ეს ასე არ არის. “აიაქსი” კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებული არ არის. “რუბინთან” რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი არ არის”, – განაცხადა ოვერმარსმა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ნახევარმცველისადმი ინტერესს “ბაიერნი”, “იუვენტუსი” , “მილანი”, ” ინტერი”, “ატალანტა” და “ნაპოლი” იჩენდა.

რუსული პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩას 22 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლია და 4 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.

 

 

წყარო – euro-football.ru

 

 

 

 

 

 

დმიტრი მანდრიჩენკო: “რა თქმა უნდა სასიამოვნოა გოლების გატანა, მაგრამ…”