კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მარიამ გიორგობიანი: “2 ოლიმპიურ საგზურს ერთობლივი ძალისხმევითა და ხელშეწყობით დაემატება კიდევ 2 საგზური”

მარიამ გიორგობიანის განცხადება სტოკჰოლმში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ

Image source: Georgian Figure Skating Federation ფეისბუკ გვერდი

 

ფიგურულ ციგურაობაში სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ორი ლიცენზია მოიპოვა. მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ წარმატებით იასპარეზეს და პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის საგზური მიიღეს.

“2021 წლის სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატი სერიოზული გამოწვევა იყო თითოეული სპორტსმენისათვის, რომლებსაც უჩვეულო პირობებში, მიმდინარე საერთაშორისო ტურნირების გარეშე მოუწიათ სეზონის მანძილზე მზადების პროცესი და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი იყო ის ერთადერთი საერთაშორისო სტარტი, სადაც შეეძლოთ ეჩვენებინათ თავიანთი სპორტული ფორმა და ებრძოლათ შედეგებისათვის.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ოლიმპიური ლიცენზიების რაოდენობის მოპოვების პროგნოზი ნახევრად შესრულებულია, მოპოვებულია 2 ლიცენზია ორ სხვადასხვა კატეგორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში მინიმალური ქულის დანაკლისის გამო ვერ შევძელით ლიცენზიის აღება, ახალგაზრდა პერსპექტიული წყვილი მეტელკინა-პარკმანი დარჩენილი პერიოდს მაქსიმალურად გამოიყენებენ და მომზადებული შეხვდებიან ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს, რომელიც სექტემბერში ჩატარდება გერმანიის ქალაქ ობერსდორფში, სადაც მათთან ერთად სპორტულ ცეკვებში მარიაა კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილი იასპარეზებენ ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად. დიდი იმედი გვაქვს, რომ შვედეთში მოპოვებულ 2 ოლიმპიურ საგზურს ერთობლივი ძალისხმევითა და ხელშეწყობით დაემატება კიდევ 2 საგზური და საქართველო 2022 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხივე კატეგორიაში წარადგენს თავის სპორტსმენებს. ამისათვის წინ დიდი ბრძოლა გველის, უშეღავათო, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად მზადა ვართ ამ ბრძოლის მოსაგებად, ჩვენი ქვეყნისათვის – საქართველოსათვის”, – ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის განცხადებაში შვედეთიდან გამომგზავრების წინ.

 

 

 

წყარო – Georgian Figure Skating Federation