კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

წარმატებული სტარტის შემდეგ მარიამ ბოლქვაძემ დუბაის 100 ათასიან ტრუნირზე ასპარეზობა დაასრულა

Image source: Mariam Bolkvadze Instagram

 

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე არაბეთის გაერთიანებული საამიროებიში საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.

21 წლის ქართველმა დუბაის 100 ათასიანი ტურნირის პირველ წრეში 27 წლის ესპანელ ხეორხინა გარსია-პერესს შეხვდა და 3 სეტში – 3:6, 6:3, 6:1 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე კი ესპანელ სარა სორიბეს-ტორმოს შეხვდა. მსოფლიო რეიტინგში 85-ე ადგილზე მყოფმა ესპანელმა პირველი სეტი 4:6 მოიგო, მე-2 სეტში კი 0:3 ანგარიშის დროს მარიამმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

წყვილთა თანრიგში კი ბოლქვაძე ემილი ვებლი-სმითთან ერთად ითამაშებს. ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელები რუმინელ წყვილთან, ელენა ბოგდანთან და პატრისია მარია ტიგთან ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე ამ მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 155-ე ადგილზე იმყოფება.

წყარო – www.itftennis.com

გიორგი აბურჯანიას “ტვენტეში” სათამაშო დრო არ მიეცემა. მიზეზი მარტივია