კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარიამ ბოლქვაძე იტალიაში მიმდინარე ტურნირის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში დაწინაურდა

Image source: Mariam Bolkvadze Instagram

 

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს.

25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში პირველ წრეში მარიამმა ბრიტანელი მეტოქე დესტინი მარტინსი 2 სეტში (6:3, 6:2) დაამარცხა. ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში კი ჩეხ მეწყვილე მონიკა კილნაროვასთან ერთად იტალიელ წყვილს – პაოლეტი/რიჩი 2 სეტში (7:6, 6:2) მოუგო.

ხვალ, 21 ნოემბერს ერთეულთა თანრიგში ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე იქნება ესპანელი ხულია პაიოლა. წყვილებში კი ქართულ-ჩეხური ტანდები იტალიელ კლაუდია ჯოვანისა და ხორვატი ტერეზა მრდეზას წყვილს დაუპირისპირდება.

წყარო – itftennis.com

ჟოზე მოურინიოს “ავტობუსს” “ტოტენჰემში” დაახლოებით ასეთი ფორმა ექნებოდა (ფოტო)