კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარჩელო კარლი: “მჭედლიძე ჩემი სინანულია, ფანტასტიკური თავდამსხმელი იქნებოდა”

Image source: Empoli.it

 

იტალიური „კალიარის“ სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ „დინამო თბილისის“ თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის შესახებ ისაუბრა.

კარლი ადრე „ემპოლიში“ მუშაობდა და ქართველ ფეხბურთელთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. ის ამბობს, რომ მჭედლიძე მისი მუშაობის მთავარი სინანულია.

„ერთი, ერთადერთი სინანული მაქვს – ლევან მჭედლიძე 16 წლის იყო, როდესაც საქართველოში აღმოვაჩინე. რომ არა ტრავმები, ფანტასტიკური თავდამსხმელი გახდებოდა“ – განაცხადა კარლიმ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე „ემპოლიში“ 2010-2019 წლებში თამაშობდა, ხოლო მანამდე „პალერმოს“ რიგებში გამოდიოდა.

 

წყარო – pianetaempoli.it

 

“დინამო თბილისმა” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე თამაში წააგო