კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Marca: “გიორგი პაპუნაშვილმა “სარაგოსაში” იმედები არ გაამართლა. მას MLS-ის ვარიანტი აქვს”

Image source: Marca

 

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca საქართველოს ნაკრებისა და “სარაგოსას” ქართველი ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქართველმა ლეგიონერმა კლუბში თავისი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა და ახლო პერიოდში მოსალოდნელია, რომ კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთის თასის 1/64 ფინალის მატჩის ნამდვილი გმირი გახდა. “სარაგოსამ” სწორედ მისი გოლით მოიგო, თუმცა ამით მისი ვითარება ბევრად არ შეიცვლება. მან ნდობა ვერ გაამართლა და ვერ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რომლებიც ჰქონდა. ამგვარად, მან შესაძლოა იანვარში კლუბი დატოვოს და მიმართულება აშშ-სკენ იქნება.

ქართველი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებულია MLS-ს გუნდი, “დალასი“. ამ დროისთვის კონკრეტული შეთავაზება არ არის, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ რამდენიმე კვირაში იქნება”, – წერს Marca.

ამ სეზონში პაპუნაშვილმასარაგოსას” შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

წყარო – marca.com

ავსტრიული მედია: “მალე ოთარ კიტეიშვილის ავსტრიაში შენარჩუნება შეუძლებელი იქნება”