კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

Marca: ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გადავა

იბრაჰიმოვიჩი

შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ში განაგრძობს თამაშს.

ამის შესახებ გამოცემა Marca აცხადებს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შვედის ირგვლივ მაშინვე მრავალი ჭორი გავრცელდ.

Marca-ს ცნობით, ზლატანი კარიერას შეერთებულ შტატებში გააგრძელებს, ხოლო “ლოს-ანჯელეს გალაქსი” ვარსკვლავს ჯერ კიდევ მარტში შეუთანხმდა. ამის შესახებ ამერიკული მედია ჯერ კიდევ აპრილში  აცხადებდა.

შვედი ფორვარდი, რომელიც ახლა მუხლის ტრავმას იშუშებს, კალიფორნიაში გადავა და MLS-ის შემდეგი სეზონისთვის ფორმაში ჩადგომას მოასწრებს.

ამ კვირაში ზლატანმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.