კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მარადონას ბოლო მესიჯი, რომელიც თავის 7 წლის შვილს ეხება

მარადონას ბოლო მესიჯი

Image source: Getty images

 

არგენტინულმა ტელევიზიამ დიეგო მარადონას ბოლო მესიჯი გამოაქვეყნა, რომელიც მან ყოფილ შეყვარებულ, ვერონიკა ოხედას შვილს გაუგზავნა.

მარადონას ოხედასგან ვაჟი ჰყავს, 7 წლის დიეგო და მარადონამ მის შესახებ ოხედას უფროს შვილს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა.

„გამარჯობა მარიო მე დიეგო ვარ“, – თქვა მარადონამ დაღლილი ხმით. „შეიძლება ფიქრობ, რომ ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ვერონიკას კარგად ვხედავ. მითხრა, რომ ახლა შენთან ერთადაა. იზრუნეთ მასზე და ჩემს ანგელოზ დიეგიტოზე, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. ბევრი ვაჟი მყავს, მაგრამ მან ჭაღარა თმები მომაშორა“, – თქვა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

წყარო – Football Italia

 

რუსების უკმაყოფილება: “რატომ ითამაშა შენგელიამ საქართველოს ნაკრებში?”