კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერმა” სეზონი სენსაციური წაგებით დაიწყო (ვიდეო)

მანჩესტერმა წააგო

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მარცხით დაიწყო. „წითელმა ეშმაკებმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლეს და მოულოდნელი მარცხი განიცადეს.

სტუმრები ენდროს თაუსენდმა დასაწყისში დააწინაურა, ხოლო კიდევ სამი გოლი მატჩის ბოლოს გავიდა. დუბლი შეასრულა ვილფრიდ ზაჰამ, რასაც დონი ვან დე ბეეკმა ერთი ბურთით უპასუხა, რომელმაც „მანჩესტერში“ სადებიუტო თამაში გლით აღნიშნა, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა.

დღესვე „ევერტონმა“ „ვესტ ბრომვიჩი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო „ლიდსმა“ 2004 წლის შემდეგ პრემიერლიგაში პირველი თამაში მოიგო და „ფულჰემს“ 4:3 აჯობა.

„მანჩესტერი“ – „კრისტალ პალასი“ 1:3

გოლები: 0:1 თაუსენდი (7), 0:2 ზაჰა (74),1:2 ვან დე ბეეკი (80), 1:3 ზაჰა (85)

 

 

წყარო – Premierleague

 

ოფიციალურად: გარეთ ბეილი პრემიერლიგაში დაბრუნდა