კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერმა” “პსჟ”-ს ძველი სცენარით მოუგო (ვიდეო)

მანჩესტერმა პსჟ დაამარცხა

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა პარიზში გაიმართა. „პსჟ“-მ „მანჩესტერს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

შეხვედრა ინგლისელებისთვის კარგად დაიწყო და ანგარიში 24-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით გახსნა. პორტუგალიელმა მე-11 პენალტი გაიტანა „მანჩესტერის“ მაისურით.

პარიზელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს. ენტონი მარსიალმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და წონასწორობა აღდგა.

მიუხედავად ამისა, „მანჩესტერმა“ მაინც მოიგო. მარკუს რაშფორდმა 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ინგლისურმა გრანდმა თავის ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ 10 გასვლითი თამაშის მოგება.

„მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად დაბრუნდა, ხოლო გასული სეზონის ფინალისტმა ცუდი სტარტი აიღო.

„პსჟ“ – „მანჩესტერი“ 1:2

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (24, პენ), 1:1 მარსიალი (55, ა.გ), 1:2 რაშფორდი (87)

 

 

წყარო – Champions League

 

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგაზე