Image source: Getty images
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ მასპინძლები დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმრებმა გაათანაბრეს. თუმცა, მეორე ნახევარში ფავორიტმა „მანჩესტერმა“ გარდატეხა შეიტანა თამაშში და მაინც მოიგო.
დენიელ ჯეიმსმა და ბრუნო ფერნანდეშმა „წითელ ეშმაკებს“ მორიგი გამარჯვება მოუტანეს.
„მანჩესტერს“ 49 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 10 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსი თითქმის არ აქვს.
„მანჩესტერი“ – „ნიუკასლი“ 3:1
გოლები: 1:0 რაშფორდი (30), 1:1 სენტ-მაქსიმინი (36), 2:1 ჯეიმსი (57), 3:1 ბრუნო ფერნანდეში (75-პენ)
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები