კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერმა” პრემიერლიგაში ბოლო ადგილოსანთან წააგო (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო ადგილზე მყოფ „უოტფორდს“ ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მასპინძლებს ერთადერთი თამაში ჰქონდათ მოგებული.

მიუხედავად ამისა, „მანჩესტერმა“ მეტოქის ძლევა ვერ შეძლო და თვითონ დამარცხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ისმაილა სარმა და ტროი დინმა „წითელი ეშმაკები“ ორჯერ დაამწუხრეს.

„უოტფორდმა“ 12 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია, ხოლო „მანჩესტერი“ 25 ქულით მერვე ადგილზეა.

„უოტფორდი“ – „მანჩესტერი“ 2:0

გოლები: 1:0 სარი (50), 2:0 დინი (54, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბუნდესლიგაში. განახლებული რეიტინგი (ფოტო)