კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერმა” “ლივერპული” ინგლისის თასიდან გამოთიშა (ვიდეო)

მანჩესტერმა "ლივერპული" დაამარცხა

Image source: Getty images

 

ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩი საინტერესო გამოდგა და ოლე გუნარ სულშერის გუნდმა უკეთ ითამაშა. ანგარიში კი „ლივერპულმა“ გახსნა და მოჰამედ სალაჰმა სტუმრები დააწინაურა. „იუნაიტედმა“ პირველივე ტაიმში მეისონ გრინვუდის გოლით გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ მარკუს რაშფორდის გოლით „მანჩესტერი“ დაწინაურდა, მაგრამ ზუსტად 10 წუთში სალაჰმა ანგარიში გაათანაბრა და სიტუაცია ისევ დაიძაბა. მატჩის გმირი ბრუნო ფერნანდეში გამოდგა, რომელმაც 78-ე წუთზე გატანილი გოლით თამაშის ბედი გადაწყვიტა და გამარჯვება „მანჩესტერმა“ მოიპოვა.

„წითელი ეშმაკები“ 1/8 ფინალში „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო იურგენ კლოპის „ლივერპული“ ასპარეზობას გამოეთიშა.

„მანჩესტერი“ – „ლივერპული“ 3:2

გოლები: 0:1 სალაჰი (18), 1:1 გრინვუდი (26), 2:1 რაშფორდი (48), 2:2 სალაჰი (58), 3:2 ბრუნო ფერნანდეში (78)

 

 

წყარო – The Fa Cup

 

თემურ ქეცბაია: “ჩემპიონობა შესაძლებელია, ჯერ არაფერია დასრულებული”