კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერმა” ქულები დაკარგა, მაგრამ მიზანთან ახლოსაა (ვიდეო)

მანჩესტერმა ქულები დაკარგა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს თითქმის მოიპოვებდა,

„წითელ ეშმაკებმა“ ეს ვერ მოახერხეს და მეისონ გრინვუდის გოლით მხოლოდ ქულის გადარჩენა მოახერხეს.

თუმცა, “მანჩესტერი” მაინც ძალიან ახლოსაა ლიგის საგზურთან. 63 ქულით მე-3 ადგილზეა და „ლესტერს“ 1 ქულით უსწრებს, რომელსაც ბოლო ტურში სტუმრად ხვდება. მანჩესტერელები ფრის შემთხვევაში ოთხეულში აუცილებლად მოხვდებიან.

იქვეა ლონდონის „ჩელსიც“, მაგრამ მისი შანსი უფრო დიდია, რადგან კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„მანჩესტერი“ – „ვესტ ჰემი“ 1:1

გოლები: 0:1 ანტონიო (45, პენ), 1:1 გრინვუდი (51)

 

 

წყარო – Premierleague

 

ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტური დასრულდა