კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერის” სენსაციური მარცხი თურქეთში (ვიდეო)

მანჩესტერის მარცხი თურქეთში

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში სენსაცია დაფიქსირდა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მარცხი თურქეთის ჩემპიონ „ბაშაქშეჰირთან“ წააგო, რომელიც ტურნირის დებიუტანტია.

ამ კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ანგარიში დემბა ბამ მატჩის დასაწყისში გახსნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, ხოლო ტაიმის ბოლოს ედინ ვისკამ მეორე გოლი გაიტანა. 43-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი ანტონი მარსიალის წყალობით გაქვითეს.

თუმცა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბაშაქშეჰირმა“ ისტორიული თამაში მოიგო, ხოლო „მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო ამ ტურნირზე. ინგლისურ გუნდს 6 ქულა აქვს და ჯერ ისევ ჯგუფის ლიდერია.

„ბაშაქშეჰირი“ – „მანჩესტერი“ 2:1

გოლები: 1:0 ბა (13), 2:0 ვისჩა(40), 2:1 მარსიალი (43)

 

 

წყარო – Uefa.com

 

ლაშა დვალი “იუვენტუსთან” ძირითად შემადგენლობაშია და რონალდუს წინააღმდეგ ითამაშებს (ფოტო)