კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერის” საოცარი მატჩი პრემიერლიგაში (ვიდეო)

მანჩესტერმა ლიდსი გაანადგურა

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერმა“ „ლიდს იუნაიტედს“ უმასპინძლა და 6:2 გაანადგურა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა თამაში საოცრად დაიწყო და მე-3 წუთზე 2:0-ს იგებდა.

ორივე გოლი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა, რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც თამაშის პირველ 3 წუთში დუბლი შეასრულა.

შემდეგ დუბლი ბრუნო ფერნანდეშმაც შეასრულა, ხოლო თითო გოლი ლინდელოფმა და ჯეიმსმა გაიტანეს. სტუმრებმაც შეძლეს მეტოქის კარის ორჯერ აღება და 2:6 წააგეს.

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში 2011 წლის შემდეგ პირველად გაიტანა თამაშში მინიმუმ 6 გოლი. „წითელი ეშმაკები“ 26 ქულით მესამე ადგილზე არიან.

„მანჩესტერი“ – „ლიდსი“ 6:2

გოლები: 1:0 მაკტომინეი (2), 2:0 მაკტომინეი (3), 3:0 ბრუნო ფერნანდეში (20), 4:0 ლინდელოფი (37), 4:1 კუპერი (41), 5:1 ჯეიმსი (66), 6:1 ბრუნო ფერნანდეში (70, პენ), 6:2 დალასი (73)

 

 

წყარო – Premierleague

 

ოფიციალურად: ჩისკო ინგლისური გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს