კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერის” 3 გოლი 7 წუთში და დრამატული დაპირისპირება “შეფილდთან” (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრა და შეხვედრა ძალზე საინტერესოდ წარიმართა.

მასპინძლები 70 წუთის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, კომფორტული სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე უკვე „მანჩესტერი“ იგებდა.

ფლეკისა და მუსეტი გოლებით „შეფილდი“ 52-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა შესანიშნავი 7 წუთი ჩაატარა. 72-ე წუთზე ბრენდონ უილიამსმა შეამცირა სხვაობა, 77-ეზე მეისონ გრინვუდმა გაათანაბრა, ხოლო 79-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა „მანჩესტერი“ დააწინაურა!

ასეთი კოშმარული მცირე მონაკვეთის მიუხედავად „შეფილდი“ არ გატყდა და ბოლო წუთზე მაკბერნიმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„შეფილდი“ – „მანჩესტერი“ 3:3

გოლები: 1:0 ფლეკი (19), 2:0 მუსეტი (52), 2:1 უილიამსი (72), 2:2 გრინვუდი (77), 2:3 რაშფორდი (79), 3:3 მაკბერნი (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

რა ხდებოდა რიოსა და “მარაკანაზე” “ფლამენგოს” ჩემპიონობის შემდეგ – უდიდესი სიხარული (ვიდეო)