Image source: Premier League
ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერი“ სტუმრად „შეფილდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
თამაში სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო და მე-5 წუთზე მეკარის შეცდომის შედეგად მაკგოლდრიკმა ანგარიში გახსნა. თუმცა, „იუნაიტედმა“ პირველივე ტაიმში მოახერხა გარდატეხის შეტანა და მარკუს რაშფორდისა და ანტონი მარსიალის გოლებით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი რაშფორდმა დუბლი შეასრულა.
მატჩის ბოლოს მაკგოლდრიკმა კიდევ ერთხელ გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა.
„მანჩესტერმა“ 23 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე აღზევდა. კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ მოიგებს, პოტენციურად მეორე ადგილზეც იმყოფება.
„შეფილდი“ – „მანჩესტერი“ 2:3
გოლები: 1:0 მაკგოლდრიკი (5), 1:1 რაშფორდი (26), 1:2 მარსიალი (33), 1:3 რაშფორდი (51), 2:3 მაკგოლდრიკი (87)
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები