კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა (ვიდეო)

მანჩესტერმა ბრაიტონი დაამარცხა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ბრაიტონს“ დაუპირისპირდა და ძალიან ადვილად დაამარცხა.

„წითელი ეშმაკების“ უპირატესობა აშკარა და თვალსაჩინო იყო, შესაბამისად, შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, სრულიად სამართლიანია.

ანგარიში მეისონ გრინვუდმა გახსნა, რასაც პირველ ტაიმში ბრუნო ფერნანდეშის გოლი მოჰყვა. პორტუგალიელმა მანჩესტერული კლუბი იანვრიდან მოყოლებული აშკარად გამოაფხიზლა, შესანიშნავად თამაშობს და დღესაც ასე იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში ბრუნომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

„მანჩესტერმა“ 52 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება. „ბრაიტონი“ კი პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

„ბრაიტონი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 0:3

გოლები: 0:1 გრინვუდი (16), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (29), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (50)

 

 

წყარო – Premierleague

 

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა!