კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერი” ბრწყინვალე ფორმაშია (ვიდეო)

მანჩესტერის მორიგი გამარჯვება

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი საოცარ ფორმაშია და პაუზის შემდეგ ქულების დაგროვებას ადვილად ახერხებს.

„წითელმა ეშმაკებმა“ ამჯერად „ასტონ ვილას“ აჯობეს – 3:0. პირველივე ტაიმში გადაწყდა ყველაფერი, როდესაც ბრუნო ფერნანდეშმა და მეისონ გრინვუდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

მეორე ნახევარში კი პოლ პოგბამ დალაშქრა ბირმინგემელთა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „მანჩესტერმა“ 58 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. „ასტონ ვილა“ კი გასავარდნ ზონაშია.

„ასტონ ვილა“ – „მანჩესტერი“ 0:3

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (27, პენ), 0:2 გრინვუდი (45), 0:3 პოგბა (58)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – Premierleague

 

მამუკა გორგოძე შენგელიას ტრანსფერზე: “წარმატებები”