Image source: Getty images
ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ 26-ე ტურში ლონდონის „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე სერია გააგრძელა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-20 თამაში მოიგო.
„ქალაქელებმა“ 3 ქულა რომ მოიპოვეს ცენტრალური მცველების დამსახურებაა, რადგან ანგარიში 30-ე წუთზე რუბენ დიაშმა გახსნა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს მაიკლ ანტონიომ უპასუხა, მაგრამ 68-ე წუთზე მეორე ცენტრალურმა მცველმა ჯონ სტოუნსმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მანჩესტერ სიტის“ 62 ქულა აქვს და ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 13 ქულით უსწრებს.
„მანჩესტერ სიტი“ – „ვესტ ჰემი“ 2:1
გოლები: 1:0 დიაში (30), 1:1 ანტონიო (43), 2:1 სტოუნსი (68)
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები