კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ სიტიმ” ზედიზედ მე-18 თამაში მოიგო (ვიდეო)

მანჩესტერ სიტიმ არსენალს მოუგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. პეპ გვარდიოლას გუნდი გასაოცარ ფორმაშია და ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მე-18 გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-2 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ამ გამარჯვებით 59 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 34 ქულით მხოლოდ მე-10 პოზიციაზეა.

„არსენალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:1

გოლი: 0:1 სტერლინგი (2)

 

 

წყარო – Premierleague

 

ნიკა სიჭინავამ უკრაინის ჩემპიონატში გოლი გაიტანა (ვიდეო)