კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ სიტიმ” “ვულვზს” მოუგო და სეზონი 3 ქულით დაიწყო

მანჩესტერ სიტიმ მოიგო

Image source: Getty images

 

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში „ვულვზს“ დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო. კალენდარულად მეორე ტური იყო, მაგრამ „სიტიმ“ ახალ სეზონში პირველი თამაში ჩაატარა.

ანგარიში პენალტით კევინ დე ბრუინმა გახსნა, რასაც მალევე ფილ ფოდენის გოლი მოჰყვა და სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს.

მეორე ტაიმში „ვულვზმა“ ერთი ბურთი გაქვითა, თავი რაულ ხიმენესმა გამოიჩინა, მაგრამ „სიტიმ“ მაინც მოახერხა ორბურთიანი უპირატესობით მოგება, რადგან ბოლო წუთზე გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ ამ ტურში 44 გოლი გავიდა, ეს კი პრემიერლიგის რეკორდია ერთ ტურში ამდენი გოლი არასდროს გასულა, რაც პრემიერლიგაში 20 გუნდი თამაშობს. „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონი კარგ განწყობაზე დაიწყო.

„ვულვზი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:3

გოლები: 0:1 დე ბრუინი (20, პენ), 0:2 ფოდენი (32), 1:2 ხიმენესი (78), 1:3 გაბრიელ ჟესუსი (90)

 

 

წყარო – Premierleague

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შოუ და “მილანის” გამარჯვება (ვიდეო)