კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსის” დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა (ვიდეო)

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და ლონდონელთა წაუგებელი სერია დაასრულა.

„ეტიჰად სთედიუმზე“ შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა და თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ. 21-ე წუთზე ანგარიში ნგოლო კანტემ გახსნა. თუმცა, ფრენკ ლამპარდის გუნდის სიხარული ძალზე ხანმოკლე გამოდგა, რადგან 16 წუთში უკვე „სიტი“ იგებდა.

კევინ დე ბრუინმა და რიად მაჰრეზმა პირველივე ტაიმში მოახერხეს სიტუაციის შეცვლა. შესვენების შემდეგ კი, გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და „სიტიმ“ 2:1 მოიგო.

პეპ გვარდიოლას გუნდმა 28 ქულა დააგროვა და ერთი საფეხურით წინ წაიწია, ახლა მესამე ადგილზეა, ხოლო „ჩელსი“ მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ჩელსი“ 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 კანტე (21), 1:1 დე ბრუინი (29), 2:1 მაჰრეზი (37)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ბაიერნი” შესანიშნავ ფორმაშია, ლევანდოვსკიმ სეზონში პირველად ვერ გაიტანა (ვიდეო)