კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსის” 16 წუთში 3 გოლი გაუტანა (ვიდეო)

სიტიმ ჩელსის მოუგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დამარცხება მოახერხა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა 3 ქულა ძალიან ადვილად მოიპოვა, რადგან პირველივე ტაიმში 3 გოლი გაიტანა. ილქაი გუნდოგანმა, ფილ ფოდენმა და კევინ დე ბრუინმა მატჩს ბედი 34-ე წუთისთვის გადაწყვიტეს.

თამაშის მიწურულს „ჩელსიმ“ 1 ბურთი გაქვითა, მაგრამ ბოლო 6 თამაშში მე-4 მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ისტორიაში მეორე გაუშვა საკუთარ მოედანზე პირველ ტაიმში 3 გოლი.

„მანჩესტერ სიტი“ 29 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო „ჩელსი“ 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:3

გოლები: 0:1 გუნდოგანი (18), 0:2 ფოდენი (21), 0:3 დე ბრუინი (34), 1:3 ჰადსონ-ოდოი (90)

 

 

წყარო – Premierleague

 

“ატლეტიკომ” ბოლო წუთზე ლუის სუარესის გოლით მოიგო (ვიდეო)