კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ სიტიმ” “ასტონ ვილა” გაანადგურა და ერთი პოზიციით დაწინაურდა (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებით პეპ გვარდიოლას გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

„სიტი“ მთელი თამაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე გააცამტვერა. სერხიო აგუერომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ მანამდე რიად მაჰრეზმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლი კი გაბრიელ ჟესუსის ანგარიშზეა.

„ქალაქელებმა“ 47 ქულა დააგროვეს, „ლესტერს“ გადაასწრეს და მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს. ლიდერ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა ისევ ძალიან დიდია – 14 ქულა. თანაც, „სიტის“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

„ასტონ ვილა“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:6

გოლები: 0:1 მაჰრეზი (18), 0:2 მაჰრეზი (24), 0:3 აგუერო (28), 0:4 ჟესუსი (45), 0:5 აგუერო (57), 0:6 აგუერო (81), 1:6 ელ გაზი (90, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ოფიციალურად: ცნობილია გიორგი პაპუნაშვილის ახალი გუნდი