კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონი 4 წლის განმავლობაში მესამედ გახდა

მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახდა

Image source: ManCity ტვიტერის გვერდი

 

გუშინ, “მანჩესტერ სიტი” ინგლისის პრემიერლიგის 2020/21 წლების მიმდინარე სეზონის ჩემპიონი გახდა.

პეპ გუარდიოლას გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა იმის შემდეგ, როდესაც ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერთან” 1:2 მარცხი განიცადა. 3 სეზონის დასრულებამდე დარჩენილი იყო 3 ტური და “ქალაქელებს” ვერავინ გაუსწრებდა. ამ დროისთვის “სიტის” 80 ქულა აქვს, “იუნაიტედს” 70 ქულა, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ “ჩელსის” 64 ქულა აქვს დაგროვილი.

“სიტიმ” ინგლისის პრემიერლიგის ტროფეი 4 წლის განმავლობაში მესამედ აიღო. გასულ სეზონში ჩემპიონატის გამარჯვებული “ლივერპული” გახდა.

 

 

 

წყარო – mancity.com

 

 

 

 

 

 

 

გოგა ბითაძის “პეისერსმა” ინდიანაპოლისში “სიქსერსს” სძლია და პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა