კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა, ცნობილია წყვილები (ვიდეო)

სიტიმ ნიუკასლი დაამარცხა

Image source: Manchester City

 

ინგლისის ასოციაციის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „ნიუკასლი“ დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს კევინ დე ბრუინმა პენალტით გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტი“ ნახევარფინალში „არსენალს“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

„ნიუკასლი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:2

გოლები: 0:1 დე ბრუინი (37, პენ), 0:2 სტერლინგი (68)

 

 

წყარო – Manchester city

 

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა!