კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა “ბენფიკას” ნახევარმცველი შეიძინოს

Image source: readfootball

 

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა “ბენფიკას” ნახევარმცველის, ჟედსონ ფერნანდეშის ტრანსფერი შეიძინოს.

20 წლის მოთამაშის წარმომადგენლები ფეხბურთელთან იჯარის შეთანხმებას ცდილობენ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ მთლიანად გამოსყიდვის შესაძლებლობით. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ფერნანდეშის გადაბირება “მილანს” სურდა, თუმცა პორტუგალიურმა გუნდმა უარი განაცხადა.

ჟედსონ ფერნანდეშმა პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.

წყარო – Sky Sports

შოთა არველაძემ აღნიშნა, თუ რა სჭირდება საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებისთვის