კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელსა და მის მეუღლეს სიკვდილით ემუქრებიან და რასისტულ შეურაცხოფას აყენებენ

მანჩესტერ იუნაიტედი

Image source: Getty Images

 

მანჩესტერ იუნაიტედი”  შეშფოთებულია გუნდის თავდამსხმელის, სოციალურ ქსელებში ანტონი მარსეალის მიმართ რასისტული შეურაცხოფის ფაქტით.

Daily Mail-ის ინფორმაციით კლუბმა ფრანგ ფორვარდს მისი სახლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შესთავაზა. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც მარსიალსა და მის მეუღლეს სოციალურ ქსელებში სიკვდილით დაემუქრნენ. სავარაუდოდ გუნდი უსაფრთხოების გაზრდის იმავე ზომებს მიიღებს, რაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ედ ვუდვორდის შემთხვევაში იყო, როდესაც ფანებმა მის სახლზე თავდასხმა განახორციელეს.

აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში რასიზმთან პრობლემები ჰქონდათ ასევემარკუს რეშფორდს და აკსელ ტუანზებეს, “ჩელსის” მცველს, რის ჯეიმსსა და “ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელ რომეინ სოირეს.

წყარო –  Daily Mail

 

2006 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)