კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მან რაღაც მომენტებში იმედი გაგვიცრუა”. ამერიკულმა გამოცემამ სეზონის დაწყებამდე გიორგი ბეჟანიშვილის თამაში შეაფასა

გიორგი ბეჟანიშვილი

Image source: Kelsea Ansfield / Illinois Athletics

 

გიორგი ბეჟანიშვილისილინოისი” NCAA-ში სადებიუტო მატჩს 25 ნოემბერს გამართავს. ახალი სეზონის დაწყებამდე news-gazette.com ვებ-გვერდმა გუნდის ქართველი კალათბურთელის თამაში შეაფასა.

“გიორგი ბეჟანიშვილთან დაკავშირებით, საქმე ისაა, რომ მან რაღაც მომენტებში იმედი გაგვიცრუა. ის იყო ნაკლებად პროდუქტიული და შეტევაშიც არც ბრწყინავდა, თუმცა ამას ფარავს ის ფაქტი, რომ მან უწინდებურად დიდი წვლილი შეიტანა გუნდის განვითარებაში.

გუნდის შემადგებლობებიდან გამომდინარე ბეჟანიშვილი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მეოთხე ვარიანტი. არაუშავს. ეს იმას ნიშნავს, რომ “ილინოისს” უკეთესები ჰყავს, ქართველ ვაჟკაცს კი ის ღა დარჩენია, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ყოველი შესაძლებლობა, რომელსაც მიიღებს.

ბეჟანიშვილმა 2018-19 წლების სეზონში თამაშიდან სროლების 54,2% ჩააგდო. მიუხედავად ამისა, მისი 3-ქულიანების მხოლოდ 16,7% იყო ზუსტი. 2019-20 წლების სეზონში 3-ქულიანების მხვრივ ის ორმაგად ეფექტური გახდა და სიზუსტე 30,6%-მდე გაიზარდა, თუმცა საერთო მაჩვენებელმა 45,6% -მდე დაიკლო”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

წყარო – news-gazette.com

 

გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა