კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მამუკელაშვილის ყველაზე უხეირო მატჩი და ბეჟანიშვილის 14 ქულა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

mamukelashvili

Image source: Getty Images

 

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს სანდრო მამუკელაშვილისსეტონ ჰოლმა” და გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა”. ორივე გუნდი მოწინავე დონის კონფერენციებში ასპარეზობენ – “სეტონ ჰოლი” Big East-ში, ხოლო “ილინოისი” Big Ten-ში.

მამუკელაშვილის გუნდმა ფლორიდის A&M რათლერსი 87:51 გაანადგურა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა. ეს გახლდათ მისი ყველაზე უხეირო მატჩი მიმდინარე სეზონში. სანდრომ 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა, 6 ცდიდან მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო.

მატჩის შემდეგ ინტერვიუს დროს “სეტონ ჰოლის” მთავარმა მწვრთნელმა, კევინ ვილარდმა განაცხადა, რომ მამუეკალშვილის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

4 მოგებითა და 1 მარცხით “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციაში 5-6 ადგილებს “ვილანოვასთან” იყოფს.

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” “ჰემპტონი” 120:71 გაანადგურა.

ქართველმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ილინოისელები5 მოგებითა და 1 მარცხით Big Ten-ის კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან.

წყარო – gbf.ge

გოგა ბითაძემ და “ინდიანა პეისერსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ორლანდო მეჯქისი” დაამარცხეს (ვიდეო)