კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მამუკა ჯუღელმა დაასახელა ევროპული გრანდები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიათი კონკრეტულად ინტერესდებიან

ხვიჩა კვარაცხელია

Image source: Rubin Kazan

 

რომელი კლუბები ინტერესდებიან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით? ყახანის “რუბინის”  ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერმა, მამუკა ჯუჟელმა დაასახელა კონკრეტული გუნდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველი ტალანტით.

“კონკრეტული ინტერესია “ინტერიდან“, “იუვენტუსიდან“, “რომადან” და “მილანიდან“… “დორტმუნდიდანაც“. ნაღდ ვარიანტებს ვამბობ და არა ისეთს, გვირილაზე რომ მკითხაობენ და წერენ”, – განაცხადა ჯუღელმა გაზეთ “ლელოსთან” ინტერვიუში.

მისი ცნობით, “ნაპოლის” ოფიციალური წარმომადგენლები კონტაქტზეც გამოვიდნენ. თუმცა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ კვარაცხელია წასვლას გადაწყვეტს, “რუბინი” მას ხელს არ შეუშლის.

“არ არის გამორიცხული, ხვალვე წაიყვანონ. მთავარია, “რუბინისთვის” კარგი და მისაღები წინადადება იყოს და ხელს არავინ შეუშლის. “რუბინის” გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი მხოლოდ იმაზე არ ფიქრობს, რომ მისი ტრანსფერიდან კლუბის ბიუჯეტი შეავსოს – ელემენტარულად, ხვიჩას წარმატება ახარებს. ჯერ რუსეთის ნაკრებს გულშემატკივრობს და შემდეგ – საქართველოს. დიდი ხანია მას ვიცნობ და ქართველები უყვარს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უნდოდა, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გასულიყო და რა გული დაწყდა, რომ წავაგეთ”, – განაცხადა ჯუღელმა.

წყარო – lelo.ge

“რუბინი” ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ “ნაპოლის” ინტერესს გამოეხმაურა