კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მამია გავაშელიშვილი: “დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღვიდგენ”

ლოკოს ფეხბურთელი მამია გავაშელიშვილი

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მამია გავაშელიშვილი თბილისის “ლოკომოტივის” მაისურით მოედანზე არ გამოსულა და 26 ივნისს, თბილისის”მერანთან” მატჩში ის დაბრუნდა.

გავაშელიშვილმა საქართველოს პირველ არხთან თავის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

“მოედანზე 1,5-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და ყველაფრი ერთმანეთს გადაება – დიდი სიხარულიც იყო, უდიდესი ემოციაც და რაც მთავარია, ფეხბურთის მონატრებაც. ფიზიკურად თავს ცუდად არ გრძნობ, რადგან კორონავირუსის პაუზის დროს ყველა მოთამაშე უვარჯიშებელი იყო და ასე ვთქვათ, ჩემი ჩამორჩენა შემცირდა.

ჯერ ორი ტაიმისთვის მზად არ ვარ. მთავარია, რომ თამაში დავიწყე და დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღვიდგენ. ჩემი პირადი მიზანია, გუნდს ეროვნულ ლიგაში დავეხმარო და რაც მთავარია, ევროპა ლიგაზე წარმატებით რომ ვითამაშოთ”, – განაცხადა მამიამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგის მე-3 ტურში თბილისის „ლოკომოტივი“მერანს“ დაუზავდა – 1:1. შეხვედრის 84‘-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გუნდის შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე შეცვალა.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

“უფაში” Covid-19-ი არავის დაუდასტურდა – ხვალ ქართული დერბი გველის (ფოტო)