კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მამამ გარდაცვლილ შვილს პირობა შეუსრულა (ვიდეო)

Image source: Argentina Soccer 11

 

მექსიკის 2019 წლის ჩემპიონი „მონტერეი“ გახდა, რომელმაც ანტონიო მოჰამედი წვრთნის. მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.

2006 წელს მოჰამედს ავტოკატასტროფის შემდეგ შვილი გარდაეცვალა, რომელიც რამდენიმე დღე საავადმყოფოში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ დამარცხდა. გარდაცვალების წინ მოჰამედი დაპირდა, რომ ერთ დღეს მის საყვარელ გუნდთან, „მონტერეისთან“ ერთად ტიტულს მოიგებდა.

ანტონიომ დაპირება შეასრულა და ემოციურად იტირა. აღნიშნულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

ფეხბურთელების 2019 სიმბოლური ნაკრები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანად შემოიჭრნენ (ფოტო)