კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მალკომი პრემიერლიგაში საუკეთესოა მეტოქის წარმატებულ მოტყუებაში, ხვიჩა – კი რაოდენობის მიხედვით (ფოტო)

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოთა შორის

Image source: premierliga.ru

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის ტვიტერის ოფიციალური გვერდმა 23 ტურის შემდეგ ის საუკეთესო ფეხბურთელები შეარჩია, რომლებმაც ყველაზე მეტი და შედეგიანი მოტყუება შეასრულეს. ყველაზე მეტი დრიბლინგის წარმატებული მცდელობა სწორედ “რუბინის” ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა – 149 წარმატებული დრიბლინგი 284-დან (52% ეფექტიურობა).

მეტოქის წარმატებული მოტყუების საუკეთესო პროცენტი “ზენიტის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მალკოლმა აჩვენა – 76 (61 წარმატებული მცდელობა 80-დან).

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა, ხოლო ხვიჩამ ხსენებულ მატჩში ანგარიში გახსნა.

 

წყარო – premierliga

 

 

 

 

 

“ლიბერთი”, ყველასთვის საამაყო, “ლანჩხუთის” ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდა