კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მახსოვს გოლი ემოციურად აღვნიშნეთ” – შოთა არველაძემ აჩის შესახებ ემოციური ისტორია გაიხსენა

შოთა არველაძემ სიანტერესო ისტორია გაიხსენა

Image source: Shota Arveladze facebook

 

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ფეისბუქში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიხსენა, „ტრაბზონსპორში“ აჩი არველაძის და მისი ეპიზოდი, თუ როგორ ქომაგობდა ტყუპი ძმა მას.

„ეს, ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა. სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით. აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო. მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო. მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე. მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა – წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო“, – წერს შოთა არველაძე.

 

შეგახსენებთ, რომ არველაძეები „ტრაბზონსპორში“ 1993-1997 წლებში თამაშობდნენ.

 

წყარო – Shota Arveladze Facebook

 

ვარჯიში ეროვნული ლიგის კიდევ ერთმა გუნდმა განაახლა