კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაკედონიის ნაკრების ფორვარდი: “ქართველების თამაში შესწავლილი გვაქვს”

ნესტოროვსკის კომენტარი

Image source: Getty images

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ თავისი გუნდის შეკრების პირველ დღეს საქართველოსთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„საბოლოოდ ეს დღეც დადგა და შევიკრიბეთ. ამ თამაშისთვის ოთხი-ხუთი წელი ვიბრძოდით და ახლა დროა მაკედონიური ფეხბურთის ისტორიაში მთავარი მატჩისთვის მოვემზადოთ. მე და ყველა ფეხბურთელი გპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ეს განსხვავებული თამაშია, ვიდრე წინა ორი იყო. გამარჯვების სურვილი და გულით თამაში იქნება გადამწყვეტი. ვიცით რა არის ქართველების ძლიერი და სუსტი მხარეები, მათ თამაშს კიდევ გავაანალიზებთ. ჩვენი ნაკრები საკმაოდ გამოცდილია, ამიტომ წნეხს ვერ ვგრძნობთ. მაკედონიას სიამაყით წარმოვადგენთ და ვიმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავალთ“ – თქვა ნესტოროვსკიმ, რომელიც „უდინეზეში“ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

 

წყარო – ffm.mk

 

მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: “ვიცით ვის წინააღმდეგ და რისთვის უნდა ვითამაშოთ”