კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: “ვიცით ვის წინააღმდეგ და რისთვის უნდა ვითამაშოთ”

ანგელოვსკის

Image source: ffm.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შეკრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ დანიელ ბოჟინოვსკის კორონავირუსი აქვს და ის ჩვენთან ერთად არ იქნება. ველოდებით კირე რისტევსკის, რომლის ბოლო ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო არიან ადემის ტრავმის შემდეგ დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. ვიმედოვნებ, ყველა ფეხბურთელის ჩამოსვლის შემდეგ დამატებითი პრობლემები არ გვექნება.

ვიცით ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ და ვიცით რისთვის ვითამაშებთ. მაქსიმალური კონცენტრაცია და მოტივაცია გვჭირდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ამ თამაშს განსაკუთრებული ემოცია მოაქვს ჩვენთვის, შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გავედით, მაგრამ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ. წინა ორი თამაშისგან განსხვავებული მატჩი იქნება, ეს არის ფინალი და ვფიქრობ, ნიუანსებზე ბევრია დამოკიდებული და იმედი მაქვს, ეს ნიუანსები ჩვენს მხარეს იქნება“ – განაცხადა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

 

წყარო – Ffm.mk

 

საიმანოვი: “კვარაცხელიას ტრავმა აქვს და ის ტკივილებით თამაშობს”