კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაკედონიის ნაკრების მცველი: “საქართველოსთან ახლა განსხვავებული თამაში იქნება”

მუსლიუს კომენტარი

Image source: Getty images

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა, ვისარ მუსლიუმ საქართველოს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. მაკედონიელი მცველის განცხადებით, ეს განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე წინა ორი მატჩი იყო.

„მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ვიყოთ, რომ საქართველოსთან მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩვენ ამ თამაშს ლამის სამი წელია ველოდებით და ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. საქართველოსთან ორი თამაში უკვე გვქონდა, მაგრამ ახლა განსხვავებული თამაში იქნება. ფინალია და ამიტომ რთულია, მაგრამ ამ თამაშისთვის მზად ვართ“ – განაცხადა მუსლიუმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

 

წყარო – Gol.mk

 

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩის წინ პირველად ივარჯიშა