კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაკედონიის ნაკრები თბილისში პრობლემების გარეშე ჩამოვა

მაკედონიის ნაკრები

Image source: ffm.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში გამოსაგზავრებლად მზადაა. იგორ ანგელოვსკის გუნდი საქართველოს დედაქალაქს ხვალ ესტუმრება.

ფეხბურთელებმა დღეს კორონავირუსის ტესტი გაიკეთეს და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

ჩრდილოეთ მაკედონიას საკადრო პრობლემები არ აქვს და საქართველოს წინააღმდეგ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Sportmedia

 

გელა ზაალიშვილის ვერცხლის მედალი – ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს