კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მაკედონიელი ფეხბურთელი: “იმედია ევროპის ჩემპიონატზე გავალთ”

ელმასის კომენტარი

Image source: ffm.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა საქართველოსთან თამაშამდე ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდს კომენტარი მისცა. ელმასის განცხადებით, რთული თამაში იქნება, მაგრამ მაკედონია მზადაა.

„ფინალია, ერთი თამაში და რთული იქნება. მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ. კონცენტრაცია და ენერგია მთელი თამაში დაგვიჭრდება. საქართველოსაც იგივე მიზანი აქვს, რაც ჩვენ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დიდი თამაშია და მას მხოლოდ გუნდისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის ვითამაშებთ. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“ – თქვა ელმასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – ffm.mk

 

ლუკა მაისურაძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია