Image source: ubancatransilvania ინსტაგრამის გვერდი
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ყოფილი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატის გუნდში, „უნივერსიტატეა კლუჟ ნაპოკაში“ განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია დიქსონის ახალი კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 30 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა, გუნდთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“კლუჟში ჩამოსვლა ვარჩიე კლუბის ტრადიციის გამო, მწვრთნელი, რომელიც იმედი მაქვს დამეხმარება სასურველ დონემდე მიღწევაში და მადლობა პატრიკ რიჩარდს, რომელიც ჩემი კოლეგა იყო “რეჯო ემილიაში”. მან კარგი რამ მითხრა ქალაქის, კლუბისა და იმაზე, რომ რუმინეთს საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. მე ყოველდღე ვიბრძოლებ გუნდთან და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მოვიგოთ” , – დიქსონის პირველი კომენტარი “კლუჟთან” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
აღვნიშნოთ, რომ დიქსონი 4 დეკემბრს „ტიტებში“ ჩაირიცხა. სუპერლიგის გუნდში მაიკლს პირველი წრის ბოლომდე უნდა ეთამაშა.
ვიდეობი
ფოტოები