კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაიკლ დიქსონი ჩინეთში გამგზავრებამდე ქართულ კლუბში ითამაშებს

მაიკლ დიქსონი ქართულ კლუბში ითამაშებს

Image source: BC Titebi ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ “ტიტებში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია საკალთბურთო კლუბის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

პირველი წრის დასრულებამდე „ტიტები“ სუპერლიგაში 7 შეხვედრას გამართავს(2- გამოტოვებული, 5- კალენდარული). “ტიტებში” დიქსონის გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი გახლავთ.

გიორგი ჯაფარიძე გენერალური მენეჯერი:

“დიქსონი, სანამ კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთის ჩემპიონატში გადავა, მანამდე ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენ გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს.
ტიტებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან” .

 

წყარო – BC Titebi

 

 

 

 

 

როგორი იქნებოდა “ზალცბურგის” შემადგენლობა, თავისი ტოპ ფეხბურთელები რომ არ გაესხვისებინა (ფოტო)