კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში წარმატებას მიაღწიეს

Image source: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფეისბუკ გევრდი

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდა და მოზარდ სპორტსმენთა შორის, ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

11-12 წლამდელთა კატეგორიაში, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ოქროს მედლების და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს სინქრონულ ხტომებში.

ქართველ გოგონათა წყვილმა კვალიფიკაციაში წარმატების შემდეგ (44.710 ქულა), ფინალურ ეტაპზეც მაღალი შედეგი აჩვენა და 44.340 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ბოჭორიძელაპიაშვილის წყვილმა ფინალში რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთაშორისო მსაჯად საქართველოდან მიწვეულია ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერია.

 

წყარო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში საქართველოს თასი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიდებს შორის ჩატარდება (ფოტო)